ყურბან-ბაირამი

პრეზიდენტმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

„მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად ეკუთვნოდეს მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულის მოლოცვებს და წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში

კომენტარები