ტელეკომპანია იმედი

ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა

 „იმედი“ განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა. განცხადების მიხედვით, რომელიც პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა, ტელეარხის ძველ და ახალ მფლობელებს შორის შეთანხმება შედგა  ტელეარხის გადაცემის საკითხზე.

„ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია „იმედის“ დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. იმედის ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ „იმედი“ იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უფრო ადრე, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან იმედის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე განუცხადა. 

კომენტარები