საქართველო-ევრო

საქართველოს შტეფან ფულე და ჰელგა შმიდი ეწვევიან

საქართველოს ევროკავშირის გაფართოების კომისარი შტეფან ფულე და საგარეო საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწე ჰელგა შმიდი ეწვევიან.

დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა, საგარეო საქმეთა საბჭოს კონსილიუმზე განაცხადა.

როგორც ქეთრინ ეშტონმა აღნიშნა, შტეფან ფულე და ჰელგა შმიდი მისი სახელით გამართავენ შეხვედრებს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან.

ქეთრინ ეშტონი მიესალმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და მას ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირველი შემთხვევა უწოდა. 

კომენტარები