მხატვრობა

ლეონარდოს "მოგვთა თაყვანისცემას" რესტავრაციას ჩაუტარებენ

ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთ დაუსრულებელ შედევრს: „მოგვთა თაყვანისცემას“, რომელიც ფლორენციის უფიცების გალერეაში იყო დაცული, დამთვალიერებელი გალერეის საგამოფენო სივრცეში, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში ვეღარ იხილავს.

შედევრის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო და ის გამოსაკვლევად ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გადაიტანეს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ლაბორატორიაში, ფლორენციის Opificio delle Pietre Dure- ში. ნახატის დიაგნოსტიკას ერთი წელი დასჭირდა და უახლოეს მომავალში მის რესტავრაციას ამავე ლაბორატორიის სპეციალისტები შეუდგებიან.

Opificio delle Pietre Dure-ს ხელმძღვანელის, მარკო კიატის განცხადებით, ნახატი განთავსდება სპეციალურ ჩარჩოში, რომელიც კლიმატური პირობების რეგულარიზაციის საშუალებას იძლევა და მაქსიმალურად დაიცავს მას ნესტისგან. ამ დროის განმავლობაში შედევრი ეტაპობრივად გაიწმინდება, რის შედეგადაც გამოიკვეთება ორიგინალური ფერები და ამგვარად,დამთვალიერებელი კიდევ უფრო უკეთ აღიქვამს ლეონარდოს „სამგაზომილებიან“ მხატვრობას.

 შედევრი 1481-1482 წლებში, ფლორენციის მონასტრის, სან დონატო ა სკოპერტოს ბერების დაკვეთითაა შექმნილი.

 

 

 

კომენტარები