სამხედრო მოსამსახურე

ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი მინდია აბაშიძე დაიღუპა. 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებული კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010-2011 წლებშიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

 

კომენტარები