საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია

მამუკა კაციტაძემ თანამდებობა დატოვა

სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მამუკა კაციტაძემ დღეს გააკეთა. მისი თქმით, ის კომისიის რიგით წევრად დარჩება.

,,მე ნათქვამი მქონდა, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩემს თავს ვეღარ მოვიაზრებდი ამ თანამდებობაზე, რის გამოც დღეს მე მივმართე კომისიას და დავტოვე თანამდებობა.’’-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

დღესვე სიების დაზუსტების კომისიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. მისი თქმით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. 

კომენტარები