National Geographic

National Geographic უკვე ქართულ ენაზე

 ჟურნალი National Geographic  - ამერიკის “ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების” ოფიციალური გამოცემაა. დღეისთვის ის 50-ზე მეტ ქვეყანაში, 34 ენაზე გამოიცემა. მისი მკითხველი კი 40 მილიონზე მეტი ადამიანია. სულ ცოტა ხნის წინ ამ სიას ქართული გამოცემაც შეემატა. ქართული National Geographic -ის 70% მისი უცხოენოვანი გამოცემების თარგმანი იქნება, დანარჩენი კი საქართველოში შექმნილ მასალებს დაეთმობა.

National Geographic  არის უნიკალური, სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი ჟურნალი. მასში ქვეყნდება ექსკლუზიური მასალები და უნიკალური ფოტოები ისტორიის, არქეოლოგიის, მეცნიერების და კულტურის შესახებ.

ჟურნალის ქართული გამოცემის შესახებ მოლაპარაკებები National Geographic-ის ცენტრალურ ოფისთან ვაშინგტონში, წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოს მხრიდან მას “სილქროუდ ჯგუფი” და “სილქნეტი” აწარმოებდნენ. საბოლოოდ, 2012 წლის მაისში ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა ტერი ადამსონმა და პროექტის სპონსორმა, „სილქროუდ“ ჯგუფის პრეზიდენტმა გიორგი რამიშვილმა შეთანხმებას  მოაწერეს ხელი.

 ქართული National Geographic-ის რედაქტორია ზოოლოგი ლევან ბუთხუზი. მისი პირველი ნომერი ოქტომბერში გამოვა.

 

 

კომენტარები