აქცია არ აწამო

სტუდენტებმა აქცია ”არ აწამო” გამართეს

 სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია ”არ აწამოს” მესამე დღე დაიწყეს. აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეები ბაჩო ახალაიას გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ეზოდან იუსტიციის სამინისტროსკენ დაიძრნენ, მოგვიანებით კი გლდანის ციხის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. სტუდენტებმა პოლიტიკური პარტიის წევრებს და აქტივისტებს აქციაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს. პარალელურად აქცია ჩატარდა ბათუმშიც. 

კომენტარები