საპროტესტო აქცია

პატიმრების წამებასთან დაკავშირებით სტუდენტების საპროტესტო აქციები გრძელდება

პატიმრების წამებასთან დაკავშირებით, სტუდენტების საპროტესტო აქციები გრძელდება. სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვენ.

ამ წუთებში სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობას ორი მიმართულებით აწყობენ. სტუდენტთა ნაწილი მთავარი პროკურატურის, ხოლო მეორე ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართება. 

კომენტარები