სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

 პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარe დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მინისტრმა შემზარავი უწოდა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ გავრცელებულ კადრებს და აღნიშნა, რომ ვიდეოში ასახული ქმედების მონაწილე რამდენიმე პირი დაკავებულია, რამოდენიმე კი ამჟამად იძებნება:

"არავითარ შემთხვევში არ მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას, კადრები, რომელიც ვიხილეთ არის ერთიანი საქმის ნაწილი და ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ის, რომ ყველა პირი, რომელმაც მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა მოახდინა, იყოს დასჯილი", - განაცხადა კალმახელიძემ.

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ნაჩვენებია პატიმრების წამებისა და მათი გაუპატიურების ფაქტები.

მინისტრისავე თქმით, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში სიტუცია კონტროლზეა აყვანილი : "ჩვენ რამდენიმე კვირაა გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სიტუაციების შეკვეთას სასჯელაღსრულების სისტემაში, იყო მცდელობა არეულობების შეკვეთის და ა.შ. შესაბამისად, ეს საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას ჩვენი მხრიდან და ჩვენ არასდროს მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას. მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უკავია ადამიანს, ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში", - აღნიშნა კალმახელიძემ.

დღეს შსს-მ გლდა­ნის მერ­ვე საპ­ყრო­ბი­ლის უსაფ­რთხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა და­ა­კა­ვა. ძებ­ნაა გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი საპ­ყრო­ბი­ლის ოპე­რა­ტი­ულ მო­რი­გე­ზე, ინ­სპექ­ტორ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე­ზე. 

 ,,ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მე-8 საპ­ყრო­ბი­ლის უსაფ­რთხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე,  ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­რი­გე ინ­სპექ­ტო­რი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე (ბე­დუ­კა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2012 წლის მა­ის­ში) და მა­თი გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი რამ­დე­ნი­მე პი­რი, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ახორ­ცი­ე­ლებ­და პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მოპ­ყრო­ბას, რა­საც იღებ­დნენ ვი­დე­ო­ფირ­ზე.’’-ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­როვ­ნე­ბებ­მა  პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპ­ყრო­ბის ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ანაზ­ღა­უ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, ამა­ვე საპ­ყრო­ბი­ლე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღეს. 

,ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ირ­კვე­ვა, რომ  და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხო­ლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით.ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქ­ნა პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპ­ყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი  ვი­დე­ო­ფი­რი და 17 000 აშშ დო­ლა­რი. არ­სე­ბობს  ვა­რა­უ­დი, რომ გარ­და აღ­ნიშ­ნულ ფირ­ზე ასა­ხუ­ლი ფაქ­ტი­სა ჩა­დე­ნილ იქ­ნა სხვა ანა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა ’’-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გლდანის ციხეში პატიმრების ცემის ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რორს გლდა­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პი­რის დრო­უ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით ეფექ­ტუ­რი ღი­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის მოთ­ხოვ­ნით მი­მარ­თავს.

”სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არა­ერთ ან­გა­რიშ­ში მი­უ­თი­თებ­და გლდა­ნის #8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპ­ყრო­ბი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა ასე­თი ფაქ­ტი ძი­რი­თა­დად სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე რჩე­ბო­და, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის, ასე­ვე თა­ვად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მი­ერ. არა­ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლო ან­გა­რიშ­სწო­რე­ბი­სა­გან პა­ტი­მარ­თა დაც­ვის მიზ­ნით მათ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას შე­ე­ხე­ბო­და დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ არ სრულ­დე­ბო­და.” - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აგ­რეთ­ვე, მო­უ­წო­დებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­როს ყვე­ლა იმ ზემ­დგომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ მო­ხე­ლეს, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მან­ტი­სათ­ვის მუ­შა­ობ­და #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და დღე­საც აგ­რძე­ლებს სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბას.

”ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ნი­ტო­რინ­გის დროს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სპე­ცი­ა­ლურ პრე­ვენ­ცი­ულ ჯგუფს სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი ესა­უბ­რე­ბი­ან გლდა­ნის N8 საპ­ყრო­ბი­ლე­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპ­ყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც პა­ტიმ­რე­ბი მო­ით­ხო­ვენ ფაქ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას.

ჯერ კი­დევ 2010 სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რიშ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მი­ერ გლდა­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კა­რან­ტინ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ფას­და რო­გორც არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი. ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ გლდა­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დას­ჯის მიზ­ნით პა­ტიმ­რებს ხში­რად გა­ნა­თავ­სე­ბენ კა­რან­ტინ­ში, ამავ­დრო­უ­ლად დას­ჯის ეს მე­თო­დი არ­ცერთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტში არ არის გა­წე­რი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად უკა­ნო­ნოა.” - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

 

კომენტარები