„დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა თბილისში მომხდარიყო ისეთი, რასაც საერთაშორისო ღირებულება ექნებოდა და არჩევანი განათლებაზე შევაჩერე, ეს ხომ მომავლის საქმეა”, – ამბობს ვატო წერეთელი, კურატორი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA-Tbilisi) დამფუძნებელი. ახლა ცენტრში ტრიენალესთვის დიდი სამზადისია. მას ჰენკს სლაგერიც სტუმრობს – ვატოსთან ერთად თბილისის ტრიენალეს კურატორი.
საერთოდ ძნელია, ვიზუალურად წარმოვიდგინოთ მასშტაბური გამოფენა სახელოვნებო განათლებისა და არტის კვლევაზე. თბილისის ტრიენალეს კონცეფცია კი სწორედ ეს არის – „აკადემია, როგორც გამოფენა”. მის განსახორციელებლად ტრიენალეზე მოწვეულია 12 ექსპერიმენტული საგანმანათლებლო პლატფორმა: ვიზუალური ხელოვნების სკოლა ლისაბონიდან; ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტი ISA (ჰავანა); Staedelschule (ფრანკფურტი); ფინეთის სამხატვრო აკადემია; MaHKU (უტრეხტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა); F+F (ციურიხი); Mildred’s Lane (ნიუ იორკი) – ჩამონათვალი დიდია და ყოველი მათგანი თავის ხედვას წარმოგვიდგენს აკადემიებსა და სახელოვნებო განათლებაზე. მაგრამ მარტო ეს არ არის: ტრიენალეს მეორე ნაწილში, რომელიც კურატორულ პროექტებს წარმოადგენს, 4
თბილისის ტრიენალეს კურატორის რანგში კიდევ ერთი ცნობილი არტისტი, ჰიტო შტეიერლი ესტუმრება. ის დოკუმენტურ ვიდეოებზე მუშაობს და მანიფესტა 5-ის, დოკუმენტა 12-ის, შანხაის ბიენალეს მონაწილე და გოლდსმიტის კოლეჯის კურატორული სწავლების ცენტრის პროფესორია.
ტრიენალეს კურატორულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შტეფან დილემუთი – მიუნხენის ხელოვნების აკადემიის პროფესორი და მარიონ ფონ ოსტენი – არტის მკვლევარი და თეორეტიკოსი. ტრიენალეს პირველ კვირას დაგეგმილი სიმპოზიუმისთვის კი თბილისში ბევრი სხვა არტისტი მოიყრის თავს.
ამ ყველაფრისთვის ტრიენალეს კურატორები – ვატო წერეთელი და ჰენკ სლაგერი საგამოფენო სივრცეებს არჩევენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ თბილისის ტრიენალე ეროვნულ მუზეუმს, ევროპის სახლს, ლიტერატურის მუზეუმს, გოეთეს ინსტიტუტს, თბილისის სამხატვრო აკადემიას, CCA-თბილისის საგამოფენო დარბაზებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ
თავად ჰენკ სლაგერი უტრეხტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლის (MaHKU) პროფესორია. მისი კურატორული პრაქტიკის ჩამონათვალში შედის: Flash Cube (სეული 2007); Translocalmotion (შანხაის მე-7 ბიენალე. 2008); Nameless Science (Apex Art, NY. 2009); As the Academy Turns (მანიფესტა. 2010) და Any-medium-whatever (ვენეციის ბიენალე. საქართველოს პავილიონი. 2011).
„თბილისის ტრიენალეს შესახებ პირველად ერთი წლის წინ, ვენეციის ბიენალეზე, ქართულ პავილიონში ვისაუბრე ვატოსთან. მას მაშინ CCA-Tbilisi-ის 5 სტუდენტი ჰყავდა ჩამოყვანილი. მათ კურატორულ ვორქშოპს 27-ე მანიფესტას დირექტორი, ჰედვიგ ფიგენი უტარებდათ”, – იხსენებს ჰენკ სლაგერი.
სლაგერმა მაშინ ვატო წერეთელს თავისი ცნობილი წიგნი – Agonistic academies აჩუქა. „ამ წიგნმა კიდევ უფრო მეტად
Offside Effect (თამაშგარე ეფექტი) – ასე დაარქვეს კურატორებმა თბილისის პირველ ტრიენალეს, რომელიც ცოდნის პროდუქციის ფორმალური ჩარჩოების რღვევას, სახელოვნებო განათლების დროსთან ადეკვატურობასა და ექსპერიმენტულ აზროვნებას გვთავაზობს.
ასე რომ, შემოდგომაზე პოლიტიკურად აქტიურ თბილისს არტ-ისტულად აქტუალური თბილისიც დაემატება.