განათლების სისტემა

ახალი სასწავლო წლიდან 83 ახალი „მომავლის კლასი“ ამოქმედდება

2012 წელს საქართველოს მასშტაბით 83 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ ამოქმედდება. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მომავლის კლასები“ ყველა რეგიონის დიდი ქალაქების სკოლებში გაიხსნება.

,,მომავლის კლასში” დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და თოთხმეტი მონიტორი, რომელთა საშუალებითაც გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს. ”მომავლის კლასებიდან“ საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ”მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი.

აღნიშნულ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის გაკვეთილები. სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია.

 

კომენტარები