განათლების სისტემა

ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს

2012-2013 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად 17 სექტემბერს გადაეცემათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერები  კომპანიების ”ალგორითმი” და ”ინტელის” მიერ საქართველოში დამზადდა.

აღნიშნული პროექტი მეორე წელია მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა ნეტ-ბუკი ”ბუკი”. ნეტ-ბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამები, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები, ხელმისაწვდომია ინტერნეტიც.

სასწავლო პროცესში ნეტ-ბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ, ასევე ისწავლეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება.

 

კომენტარები