ქართული ოცნება

საქალაქო სასამართლომ ქართული ოცნების სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების" სარჩელი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

ქართულ ოცნებას სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი დღის ვადაში შეუძლია.

მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დადგენილებიდან ამოეღო სიტყვები - ,,პირადად ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე". მათი თქმით, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს დოკუმენტაციის პირადად წარდგენა გაუჭირდებათ.

ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის ფოსტით გაგზავნაც შესაძლებელია. მათი შეფასებით, ცესკოს დადგენილება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ და არალეგალ ემიგრანტებს არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს. 

კომენტარები