სპეცოპერაცია

რუსეთს ლოპოტის სპეცოპერაციისას დაღუპულებთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის არ მოუმართავს

რუსეთის ფედერაციას, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის არ მოუმართავს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას ქართული მხარისთვის არც შევიცარიული სექციის გავლით არ მოუმართავს. ნინო კალანდაძის განმარტებით, მომართვის შემთხვევაში, ქართული მხარე მზად არის თანამშრომლობისთვის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველო ჩრდილოკავკასიელ ხალხთან მიმართებაში ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და ლოპოტის სპეცოპერაცია ურთიერთობების გაუარესებას არ გამოიწვევს. 

კომენტარები