NDI-ის კვლევა

NDI: 88%-ისთვის ინფორმაციის მიღების პირველწყარო ტელევიზიაა

NDI-ს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლმა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კით­ხვის შე­დე­გე­ბმა აჩვენა, რომ  გამოკითხული მოსახლეობის 88%-ისთვის ინფორმაციის მიღების პირველწყარო, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ტელევიზიაა.

ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ ინტერნეტი 5%-მა დაასახელა, ჟურნალ-გაზეთები კი 1%-მა.

რესპონდენტთა 6%-ისთვის ტელევიზია მეორე წყაროა, ინტერნეტი ინფორმაციის მისაღებად მეორე წყაროდ 10%-მა დაასახელა, ხოლო ჟურნალ-გაზეთები 18%-მა. გამოკითხულთა 41% ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს.

ინტერნეტის მეშვეობით ტელეკომპანია რუსთავი 2-ს გამოკითხულთა 10% უყურებს, ტელეკომპანია იმედს 8%, მაესტროს 5%, ხოლო პირველ არხს 3%.

კითხვაზე- ბოლო სამი თვის განმავლობაში იღებდით თუ არა საკმარის ინფორმაციას მედია საშუალებებით იმ პარტიების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერთ, გამოკითხულთა 54% დადებითად პასუხობს, უარყოფითად უპასუხა 23%-მა, 7%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 16%-ს კითხვა არ მიესადაგა (არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს). 

NDI-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა 31 ივ­ლის-12 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2038 რეს­პო­დენ­ტმა მი­ი­ღო, კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 3%-ია.

 

 

კომენტარები