NDI-ის კვლევა

NDI: 48%-ისთვის რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს

NDI-ს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კით­ხვის შე­დე­გე­ბის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ რუსეთი რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, 30% თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია, 9%-ის აზრით რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო 11%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რესპონდენტთა 89%-ს არ მოსწონს რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა, 5%-ს მოსწონს,  5%-ს პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 68% ეთანხმება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი, 24%-ს პასუხი არ აქვს, 5% არ ეთანხმება, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.

კითხვაზე- თქვენი აზრით, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი, გამოკითხულთა 57%-ს პასუხი არ აქვს, 2014 წელს ან შემდეგ-პასუხობს 26%, 7%-ის აზრით საქართველო NATO-ს წევრი მომავალ 2013 წელს გახდება, 10%-ის აზრით კი არასდროს.

NDI-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა 31 ივ­ლის-12 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2038 რეს­პო­დენ­ტმა მი­ი­ღო, კვლე­ვის ცდო­მი­ლე­ბა 3%-ია.

 

კომენტარები