უვიზო მიმოსვლა ევროპასთან

2013 წლიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ქვეყნებში შესაძლოა უვიზოდ იმოგზაურონ

2013 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

,,2013 წლიდან დავასრულებთ ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკებებს, ასევე დასრულდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. 2013 წლის მეორე ნახევრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება ჩვენი მეგობარი ქვეყანა ლიტვა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ლიტვაში ჩატარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ვილნიუსის სამიტი. ვფიქრობთ სწორედ ამ სამიტზე დაქართველო დაასრულებს მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ შენგენის ქვეყნებში, უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების განხორცილება.’’-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალს ესწრებიან შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეგახსენებთ, თბი­ლის­ში საზ­ღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ხვალ ამ­ბა­სა­დო­რი­ალს სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით და­ეს­წრე­ბა და სიტ­ყვით გა­მო­ვა NATO -ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ნავ­ნი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი. 

კომენტარები