კავკასია

ნინო კალანდაძე: სპეცოპერაცია ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობის დაძაბვას არ გამოიწვევს

ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ჩრდილოეთ კავკასიასთან პოლიტიკურ დაძაბულობას არ გამოიწვევს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ჩრდილოკავკასიელ ხალხთან მიმართებაში გახსნილი პოლიტიკა აქვს და მაქსიმალურად ცდილობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას.

”არა მგონია, რომ აქ რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ დაძაბულობას უნდა ველოდოთ. პირიქით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობასთან მიმართებაში", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აგრეთვე, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფები გამოჰყავს, რაც ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კალანდაძის თქმით, ავღანეთში ოქტომბერში კონტიგენტის გაზრდა იგეგმება. 

კომენტარები