სომხეთი-აზერბაიჯანი

უნგრეთმა აზერბაიჯანს ოფიცრის შეწყალებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოუცხადა

უნგრეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა აღნიშნული ქვეყნის მთავრობის მიერ პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, რამილ საფაროვის შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ოფიცერი ბუდაპეშტში სომეხი კოლეგას მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობას იხდიდა. საფაროვი სასჯელის მოხდისგან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ შეწყალებაზე ხელისმოწერის შედეგად გათავისუფლდა.

უნგრეთის მთავრობამ შეწყალების გადაწყვეტილებას და სომეხი ოფიცრის მკვლელის სამშობლოში ექსტრადიციის ფაქტს მიუღებელი უწოდა

Svobodanews–ის ინფორმაციით, საფაროვმა სომეხი ოფიცერი გურგენ მარგარიანი 2004 წელს მოკლა. ორივე ოფიცერი ბუდაპეშტში NATO–ს  პროგრამის სასწავლო კურსს გადიოდა. სასამართლოზე საფაროვმა განაცხადა, რომ მარგარიანმა აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო, ასევე უცენზუროდ მოიხსენია რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემდეგ რამილ საფაროვი დააწინაურეს და მას მაიორის წოდება მიანიჭეს.

სომხეთში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა. ქვეყნის მთავრობამ უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

 

კომენტარები