Кавказ-2012

სამხედრო წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღარ ჩატარდება

„გადავწყვიტეთ არ შეგვექმნა მიზეზი კავკასიაში დაძაბულობისთვის. ამიტომ, სასწავლო სამხედრო მოქმედებები საქართველოს სიახელივეს აღარ გაიმართება“,  –  აცხადებს  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, გაზეთ Известия-სთან საუბარში. 
ქართული საინფორმაციო წყაროები, Известия-ზედაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ  პოლიგონების სიიდან, სადაც 17-23 სექტემბერს Кавказ-2012-ის სამხედრო წვრთნები უნდა ჩატარებულიყო, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, ასევე ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არსებული პოლიგონები ამოიღეს.
რუსეთის გენერალურმა შტაბმა აღნიშნული წვრთნების ჩასატარებლად უარი განაცხადა სომხეთში არსებული სამხედრო ბაზების გამოყენებაზეც. 

კომენტარები