აქსესუარი

Montblanc-მა პიკასოს პატივსაცემად კალმების კოლექციები გამოუშვა

Montblanc დიდი ხანია გამოჩენილი ისტორიული პიროვნებების და ცნობილი შემოქმედი ადამიანების პატივსაცემად უნიკალურ აქსესუარებს ქმნის. ბრენდმა უკვე წარმოადგინა კოლექციები, რომლებიც ანტონიო გაუდის, ქრისტოფერ კოლუმბის, სალვადორ დალის პატივსაცემად შეიქმნა. ამ წელს Montblanc-ის დიზაინერების შთაგონების წყარო კი პაბლო პიკასო გახდა.

პიკასოს კალმების ორი სერია მიეძღვნა: Artisan Edition Pablo Picasso Limited Edition 39 და Artisan Edition Pablo Picasso Limited Edition 91. აღსანიშნავია, რომ ინსპირაცია მხატვრის ლიტერატურული ნამუშევრები და მისი ნახატი „გოგონას პორტრეტი“ გახდა.

ორივე კოლექცია ლიმიტირებულია. Artisan Edition Pablo Picasso Limited Edition 91 მხოლოდ 91 კალამს წარმოადგენს, იმდენს, რამდენი წელიც მხატვარმა იცოცხლა. კალმის თავსახური 18 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, კორპუსის გრავიურაზე კი პიკასოს კომენტარებია, რომელიც მან ნახატს „გოგონას პორტრეტი“ დაურთო. Artisan Edition Pablo Picasso Limited Edition 39-ში მხოლოდ 39 კალამი შევიდა  - სწორედ ამდენი ნახატი არსებობს სილვეტ დავიდის, მხატვრის მუზის გამოსახულებით.

კომენტარები