იოკო ონო

იოკო ონო Swarovski-ისთან თანამშრომლობს

იოკო ონომ Swarovski-სთან თანამშრომლობის შედეგად საკუთარი დიზაინის სამკაულების ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა, რომელსაც «Unlocking the Door to a Better Life» ჰქვია.  მასში გასაღების ფორმის ბეჭდები, სამაჯურები და ყელსაბამები შევიდა. 79 წლის ვარსკვლავი უკვე წლებია მსგავს სამკაულებს თავად ატარებს და როგორც ჩანს, კოლექციის ინსპირაციაც სწორედ ეს გახდა.

„Swarovski-სთან კოლაბორაცია მიმზიდველი შემოთავაზება იყო. მინდოდა მსოფლიოსთვის გამეზიარებინა გასაღების ჩემი  ბოლო კონცეფცია, უკეთესი ცხოვრების კარის გასაღებად“, - უთხრა მან The Telegraph-ს.

ლიმიტირებული კოლექცია Swarovski-ის ოფიციალურ საიტზე გაიყიდება, ხოლო ნივთების ღირებულება 90 ამერიკული დოლარიდან 410-მდე მერყეობს.

 

კომენტარები