ევრო 2013

U21: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის უკანასკნელ მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდი მატჩისთვის მზადებას 3 სექტემბერს დაიწყებს სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში. თამაში 6 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19 საათზე დაიწყება.

5 ივნისს ამ გუნდების პირველი შეხვედრა ტალინის ლილეკულას სტადიონზე შედგა და ალექსანდრე ჩივაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:1. ესტონეთთან მატჩით საქართველოს 21-წლამდელები ევრო 2013-ის შესარჩევ ტურნირს დაასრულებენ.

დღეს მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ბალტიისპირელებთან მატჩისთვის უხმო:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (ცხინვალის სპარტაკი), კახა მეშველიანი (ზესტაფონი)

მცველები: მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი (ორივე ზესტაფონი), საბა კვირკველია (ნიჟეკამსკის ნეფტეხიმიკი, რუსეთი), გიორგი გაგნიძე, არჩილ ტვილდიანი (თბილისის დინამო), გიორგი ქიმაძე (საჩხერის ჩიხურა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპავა, ლაშა ჩაფიძე, ლაშა პარუნაშვილი (ყველა თბილისის დინამო), ბესიკ დეკანოიძე, დავით კირკიტაძე (საჩხერის ჩიხურა), ნიკა ძალამიძე (იაგიელონია, პოლონეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე მუმლაძე (საჩხერის ჩიხურა), დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ფანცულაია (ქუთაისის ტორპედო), ირაკლი შეყილაძე (ემპოლი, იტალია)

კომენტარები