ბრაზილია 2014

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

11 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც საქართველოსთან და 7 სექტემბერს საუდის არაბეთთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის გუნდში უხმო.

მეკარეები: იკერ კასილიასი (მადრიდის რეალი), ხოსე მანუელ რეინა (ლივერპული, ინგლისი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა)

მცველები: რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (ყველა მადრიდის რეალი), ხორდი ალბა, ხერარდ პიკე (ორივე ბარსელონა), იგნასიო მონრეალი (მალაგა), ბენატ ეჩებარია (სევილიის ბეტისი), ხუანფრან ტორესი (მადრიდის ატლეტიკო)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სესკ ფაბრეგასი, ანდრეს ინიესტა, ხავი ერნანდესი, პედრო როდრიგესი (ყველა ბარსელონა), ხაბი ალონსო (მადრიდის რეალი), სანტი კასორლა (ლონდონის არსენალი, ინგლისი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხესუს ნავასი (სევილია)

თავდამსხმელები: ფერნანდო ტორესი (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), დავიდ ვილია (ბარსელონა), რობერტო სოლდადო (ვალენსია)

ესპანეთის ნაკრები თბილისში 9 სექტემბერს ჩამოვა და სასტუმრო თბილისი მერიოტში დაბინავდება. საქართველო-ესპანეთის თამაში 21.30 საათზე დაიწყება.

კომენტარები