სპეცოპერაცია

შსს: დივერსანტთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დივერსანტთა ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან.

”ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში. დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 (ოცი) შეიარაღებული პირისგან შედგება.” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

 

კომენტარები