სპეცოპერაცია

დაღესტნური წყარო: საქართველოში ბრძოლა მოჯახიდებთან მიმდინარეობს

დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. Vdagestan.com იუწყება, რომ ბრძოლა საქართველოში "კავკასიის იმარათის" შეიარაღებული ძალების მოჯახიდებთან მიმდინარეობს.

”ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი მოძმე მოჯახიდები საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის ჩატარებას არ აპირებდნენ, ეს არ იყო მათ გეგმაში. ასევე, მოჯახიდებს არ აუყვანიათ მძევლები, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ქართული მხარის ცილისწამება და ტყუილია.” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ "მოღალატურად მოატყუა მოჯახიდები და კავკასიის 11 მამაცი შვილი მოკლა და აღნიშნული შემთხვევა აპირველი არაა, როდესაც ისინი ასეთ თვალთმაქცურ საქციელს ჩადიან, რათა პუტინის რეჟიმს ასიამოვნონ.”

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები მოჯახიდთა წინააღმდეგ. მოვუწოდებთ, არ მოატყუოს საკუთარი ხალხი და მთელი მსოფლიო და არ დასწამოს ცილი მოჯახიდებს. ნუ ექნება იმედი საქართველოს, რომ მუსულმანთა სისხლის სანაცვლოდ რუსეთის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ასეთი ქმედებებით თქვენ მხოლოდ კიდევ ერთ მტერს შეიძენთ, რომელიც სასტიკად იძიებს შურს". - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები