სპეცოპერაცია

დაჭრილილი სპეცრაზმელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დევნის ოპერაციის დროს დაჭრილილი სპეცრაზმელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკაში მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, გასული ღამის განმავლობაში საავადმყოფოებში დაჭრილები არ მიუყვანიათ.

„არის 5 დაჭრილი, რომლებიც კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. კიდევ ორ სპეცრაზმელს გუშინ ასევე ჩაუტარდა ოპერაცია. ერთს - მხარზე და ერთს კიდევ - ბარძაყზე და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი მიმდინარეობს ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ და ვითარება სტაბილურია.“ – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, თელავში მობილიზებულია მედპერსონალი, რათა საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დროულად მოხდეს.

შს სამინისტროს მონაცემებით, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას შსს-ს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, 5 სპეცრაზმელი კი დაიჭრა.

 

კომენტარები