სპეცოპერაცია

დავით ბაქრაძე: საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, რომელიც ამ დროისთვის სენაკში იმყოფება, მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

"ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად, იმიტომ, რომ დღეს, განსხვავებით ათი წლის წინანდელისგან და განსხვავებით იმისგან, სადაც უნდათ ზოგიერთ ჯგუფებს ჩვენი მიბრუნება, დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს შეიარაღებული ძალები, პოლიცია, ხელისუფლება და დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნებისმიერ პირობებში. ამიტომ, რაც არ უნდა დიდი იყოს პრობლემა ან გამოწვევა, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად. ქართული სახელმწიფო იცავდა და დაიცავს მათ უსაფრთხოებას", _ განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ამ დრო­ი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის საზ­ღვარ­ზე, და­ღეს­ტნის მო­ნაკ­ვეთ­თან აყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა მძე­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

რაც შეეხება ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სო­ლო­მონ წიკ­ლა­უ­რი და არ­ჩილ  ჩო­ხე­ლი, ასე­ვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ექი­მი ვლა­დი­მერ  ხვე­დე­ლი­ძე.  

­შინა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მწუ­ხა­რე­ბას გამოთქვამს და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებს.

კომენტარები