სპეცოპერაცია

ოპერაციისას დაღუპულების ვინაობა ცნობილია

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე დევნის ოპერაციის დროს დაღუპულთა ვინაობა ცნობილი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან შსს-ს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ  ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ  ხვედელიძე.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

სამხედრო ექიმის, ვლადიმერ  ხვედელიძის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კაპრალი ხვედელიძე სპეციალური ოპერაციების ძალებში ექიმად მსახურობდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

 

 

კომენტარები