სპეცოპერაცია

საქართველო-რუსეთის საზღვარზე აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია

ამ დროისათვის, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დაღესტნის მონაკვეთთან აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება ინფორმაციას დაღუპულების შესახებ, როგორც ცნობილია, მათ შორის ორი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლთა ოჯა­ხებს.

ცოტა ხნის წინ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, ხოლო 6 ალყაშია მოქცეული და მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. 

კომენტარები