სპეცოპერაცია

ოპერაციისას სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ოპერაციის განხორციელებისას დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.

”რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.” - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.

 

კომენტარები