სპეცოპერაცია

არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი

რუსეთ-საქართველოს საზღვართან სროლის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები. მათი ნაწილი უკვე გადმოყვანილია თბილისში. შსს-ს ვერტმფრენი რამოდენიმე საათის წინ დაეშვა ღუდუშაურის კლინიკის ეზოში. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი. ცნობას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დაცვის სამსახური.

კლინიკაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრო ზურაბ ჭიაბერაშვილი. ოფიციალური კომენტარი დაშავებულების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.

 

კომენტარები