სპეცოპერაცია

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მისავლელი გზა გადაკეტილია

ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი გორში საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ცნობით, უშუალოდ ჰოსპიტალის პერიმეტერს სამხედრო პირები იცავენ. ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას ოფიციალური განმარტება რა გაუკეთებია. სამოქალაქო პირებს ჰოსპიტალში არ უშვებენ. სააგენტო ასევე იუწყება მცირე ინციდენტის შესახებ, რომლის მიზეზი ის გახდა, რომ სამხედრო პირები ტერიტორიაზე სასწრაფო დახამრების მანქანას არ უშვებდნენ.

შეგახსენებთ, შსს საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაღესტანის მხრიდან გადმოსული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაციას აწარმოებს. ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაჭრილთა გადაყვანის შესახებ. შსს  ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ ერთი დივერსანტის ლიკვიდაციის ფაქტს ადასტურებს. 

კომენტარები