Bloomberg

ჯანმრთელობის რეიტინგი და საქართველო

ამერიკულმა სააგენტომ - Bloomberg - მოსახლეობის ჯანმრთელობის რეიტინგი გამოაქვეყნა.  რეიტინგში სულ 145 ქვეყანა მოხვდა. საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

რეიტინგის შედგენისას Bloomberg-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერო-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა. კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, სიკვდილიანობის მიზეზები, სიკვდილიანობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და 65 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის რისკები.

რეიტინგის მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობა ყველაზე უკეთ სინგაპურშია დაცული. საუკეთესო ხუთეულში შედიან იტალია, ავსტრალია, შვეიცარია და იაპონია. ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე რთულია კონგოში, ლესოტოსა და სვაზილენდში.

კომენტარები