რუსეთის მთავრობა

რუსეთის მთავრობაში რელიგიურ საკითხებს სურკოვი უხელმძღვანელებს

რუსეთის ვიცე პრემიერი და მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ვლადისლავ სურკოვი მთავრობის რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Interfax ავრცელებს. 

ბრძანებას სურკოვის დანიშვნის შესახებ ხელი პრემიერ მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა 10 აგვისტოს მოაწერა. 

სურკოვი 1999-2011 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, 2011 წლიდან ის მთავრობაში მოდერნიზაციის საკითხებს კურირებდა.

2012 წლიდან ის მთავრობის აპარატის ორგანოების ეფექტურობის გაზრდას ხელმძღვანელობდა.

სურკოვის რელიგიის საკითხების კურატორად დანიშვნას, პანკ ჯგუფ Pussy Riot-თან დაკავშირებულ სკანდალს უკავშირებენ. რუსეთის მმართლმადიდებლური ეკლესია გოგონების მკაცრ დასჯას ითხოვს. პროკურატორა გოგონებისთვის 3 წლის მისჯას ითხოვს. სასამართლო განაჩენს 17 აგვისტოს გამოაცხადებს. 

 

კომენტარები