რუსეთი

რუსეთი: კვლევა მართლმადიდებელი მორწმუნეების შესახებ

მოსკოვის კარნეგის ცენტრში Левада-Центр-მა რუსეთში მართლმადიდებლობის შესახებ ჩატარებული სხვადასხვა კვლევები შეაჯამა

რუსეთში გამოკითხულთა 70% თავს მართლმადიდებლად თვლის. თუმცა მათი 60% საკუთარ თავს რელიგიურ პიროვნებად არ მიიჩნევს. რუს მართლმადიდებელთა მხოლოდ 40 პროცენტია დარწმუნებული ღმერთის არსებობაში., 30% კი აცხადებს, რომ ღმერთი არ არსებობს.

რელიგიურობის შესახებ კვლევები ევროპისა და ამერიკის 15 ქვეყანაში ჩატარდა, რუსეთის მოსახლეობას კი ეკლესიაში ვიზიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. რუს მართლმადიდებელთა 80% ნაზიარები არ არის, 55% წირვებს არ ესწრება, 90% კი აღიარებს, რომ სასულიერო საქმიანობაში თუ ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას. 

კომენტარები