შპს ბურჯი

დაკავებულია კომპანია ელიტა ბურჯის ადვოკატი

7 აგვისტოს, საღამოს, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს კომპანია ელიტა ბურჯის იურისტი  იმედა ნიკურაძე. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. 
იმედა ნიკურაძის ადვოკატი ალა კახნიაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით შეეფარდა, თუმცა გადაწყვეტილება უკანონოა. 
შეგახსენებთ, 7 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც შპს ბურჯის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან  აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის ფაქტს ეხებოდა. 
ნიკურაძის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებები კანონიერი იყო, რადგან ელიტა ბურჯის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს სამართალდამცველები უკანონოდ იმყოფებოდნენ. ადვოკატი განმარტავს, რომ კომპანიის ტერიტორიაზე აღსრულების ბიუროს შესვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა, რაც მესაკუთრე დასახელდებოდა. მესაკუთრე კი მხოლოდ 7 აგვისტოს დასახელდა.  
შპს ბურჯის ახალი მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის პარტნიორი საქართველოში  GAMA LTD-ეა. GAMA LDT საჯარო რეესტრში 2012 წლის 26 ივლისს გატარდა.

კომენტარები