რუსეთის არმია

რუსეთის გენშტაბი: Кавказ-2012 სხვა ქვეყნებს არ უქმნის საფრთხეს

სამხედრო სწავლება Кавказ-2012, რომელშიც შემოდგომაზე დაახლოებით 8 ათასი ჯარისკაცი ჩაერთვება, საფრთხეს არ უქმნის სხვა ქვეყნების. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ალექსანდრ პოსტნიკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა - იუწყება РИА Новости.    
"სწავლების არ იქნება მასშტაბური. მასში, 8 ათას სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, 200 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, 100 საარტილერიო დანადგარი, ათამდე ხომალდი და კატარღა მიიღებს მონაწილეობას. სწავლებების მიმდინარეობისას ავიაცია 80-მდე გაფრენას განახორციელებს", - აღნიშნა პოსტნიკოვმა.  
გენერალმა ასევე განაცხადა, რომ "ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოსთან დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით", Кавказ-2012 სომხეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული შენაერთები მონაწილეობას არ მიიღებენ. 

კომენტარები