ბარაკ ობამა

ჟურნალისტის მტკიცებით, ობამამ ბინ ლადენის ლიკვიდაცია სამჯერ გადადო

ბარაკ ობამამ უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია სამჯერ შეაჩერა. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტ რიჩარდ მინიტერის წიგნში, რომელშიც ობამას ადმონისტრაციის საქმიანობის აქამდე დაფარული დეტალებია აღწერილი. წიგნი Leading From Behind: The Reluctant President and the Advisors Who Decide for Him, 21 აგვისტოს გამოვა.

წიგნის ერთ-ერთ თავში ნათქვამია, რომ 2011 წლის 2 მაისამდე, როდესაც ამერიკულმა სპეცრაზმმა პაკისტანის ტერიტორიაზე ნომერ პირველ ტერორისტი გაანადგურა, ამერიკელებს უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესაძლებლობა სამჯერ ჰქონდათ. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ყველა შემთხვევაში - 2011 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში, ოპერაციის შეჩერების განკარგულება გასცა.

ავტორი აღნიშნავს, რომ ბარაკ ობამამ ეს გადაწყვეტილებები უფროსი მრჩევლის ვალერი ჯარეტის რჩევით მიიღო. მინიტერი სპეციალური ოპერაციების სარდლობაში საიდუმლო წყაროს ეყრდნობა, რომელიც მონაწილეობდა ოპერაციის დაგეგმვაში. ავტორის მტკიცებით, პრეზიდენტი მაისის ოპერაციის დროსაც ყოყმანობდა. ოპერაციის გაჭიანურება კი პენტაგონმა არასახარბიელო მეტეოპირობებით ახსნა. რაც, მწერლის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

რიჩარდ მინიტერი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას „ყველაზე დიდი წარმატება სინამდვილეში მისი ყველაზე დიდ ჩავარდნაა“. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ანალიზი მოწმობს, რომ ობამას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.

 

კომენტარები