პარფიუმერია

ლეტიცია კასტა - Dolce & Gabbana-ს ახალი სახე

ლეცტიცია კასტა Dolce & Gabbana-ს სუნამოების ხაზის ახალი სახე გახდა. სუნამო Dolce & Gabbana Pour Femme, რომლის სარეკლამო ფოტოებსაც ლეტიცია კასტა ამშვენებს, 90-იან წლებშია გამოსული და ფრანგ მოდელამდე მას რეკლამას სკარლეტ იოჰანსონი, ბიანკა ბალტი და მონიკა ბელუჩი უწევდნენ.

დიზაინერების წყვილის, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას განცხადებით, ამ ფრანგი მსახიობისა და მოდელის გარეგნობა ზუსტად ასახავს სიცილიელი და ზოგადად, სამხრეთელი ქალის ტემპერამენტს. : „ლეტიცია ყოველთვის გვხიბლავდა თავისი მგრძნობიარე და ბუნებრივი ქარიზმატულობით, Dolce & Gabbana-ს ხაზისთვის ის საუკეთესოდ წარმოაჩენს კომპანიის საიმიჯო ქალის სახეს“

სარეკლამო კამპანიისთვის ლეტიცია კასტა იტალიელმა ფოტოგრაფმა, მარიო ტესტინომ გადაიღო.

კომენტარები