ოლიმპიური თამაშები

დიპლომატიური ინციდენტი ლონდონის ოლიმპიადაზე

ლონდონის ოლიმპიადაზე, ასპარეზობის პირველ დღეს დიპლომატიური ინციდენტი მოხდა. 25 ივლისს ჩრდილოეთ კორეისა და კოლუმბიის ქალთა საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩი გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოეთ კორეის ნაცვლად დიდ ეკრანზე სამხრეთ კორეის დროშა გამოჩნდა.

აღშფოთებულმა ჩრდილოკორეელმა მოთამაშეებმა მოედანზე გამოსვლაზე უარი განაცხადეს. მატჩის დაწყება ერთი საათით დაგვიანდა.

ორგანიზატორებს შეცდომისთვის ბოდიშის მოხდა მოუწიათ. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ განმეორდება.

 ლონდონის ოლიმპიადა ოფიციალურად 27 ივლისს იხსნება.

კომენტარები