ქურდობა

სტუდია მონიტორის ოფისი გაქურდეს

დღეს დამოუკიდებელი სტუდია მონიტორის ოფისი გაქურდეს. სტუდიის ხელმძღვანელის, ნინო ზურიაშვილის ცნობით, ოფისიდან წაღებულია კომპიუტერები, სამონტაჟო ტექნიკა, კამერები და სხვადასხვა მასალები.

ამ წუთებში სტუდია მონიტორის ოფისში სამართალდამცველები მუშაობენ.

დამოუკიდებელი სტუდია მონიტორი 2005 წელს შეიქმნა. სტუდია ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გადის. 

კომენტარები