მოდის ისტორია

ავსტრიაში უძველესი ბიუსტჰალტერი აღმოაჩინეს

როგორც ინსბრუკის უნივერსიტეტში აცხადებენ, არქეოლოგებმა ავსტრიულ ციხესიმაგრეში ოთხი ბიუსტჰალტერი აღმოაჩინეს, რომლებიც შუა საუკუნეებით თარიღდება. აქამდე ითვლებოდა, რომ ბიუსტჰალტერის ხმარება ქალებმა დაახლოებით ასიოდე წლის წინ დაიწყეს, როდესაც კორსეტებისგან გათავისუფლდნენ. ავსტრიაში აღმოჩენილი ბიუსტჰალტერი ამ მითს მთლიანად ანგრევს, რადგან ის შესაძლოა 600 წლის იყოს.

ექსპერტების აზრით, აღმოჩენილი ძველი ბიუსტჰალტერი ძალიან ჰგავს მის თანამედროვე ვერსიას. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ თავიდან ამ აღმოჩენის თავადაც არ სჯეროდათ, რადგან აქამდე იმაზე, რომ შუა საუკუნეებში ბიუსტჰალტერს იცვამდნენ, არაფერი იყო ცნობილი. 

ეს აღმოჩენა არქეოლოგებმა ლენგბერგის ციხესიმაგრეში ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, თუმცა ამის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი, როდესაც BBC History Magazine-ის 2012 წლის აგვისტოს ნომერში ამ თემაზე ინსბრუკის უნივერსიტეტის მკვლევარის სტატია გამოქვეყნდა.

 

კომენტარები