ბრუნეი

ბრუნეიში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბრუნეიში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც თორმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩენა მხოლოდ ორმა მგზავრმა შეძლო.

Bell-212 ულუ-ბელაიტიდან ბრუნეის დედაქალაქ ბანდარ-სერი-ბეგავანში მიფრინავდა. მგზავრებს შორის ძირითადად კადეტები იყვნენ, რომლებიც საველე მეცადინეობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

უბედური შემთხვევა ეროვნულ ტრაგედიად გამოცხადდა. ბრუნეის სულთანმა ჰასანალ ბოლკიაჰმა გადარჩენილი კადეტები საავადმყოფოში მოინახულა, ხოლო  დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ოფიციალური წყაროების თანახმად, თავდაცვის სამინისტრო უკვე აწარმოებს გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით.

კომენტარები