U19: საქართველოს ნაკრები

ორი ამხანაგური მატჩი ბელარუსში

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ბელარუსში გაემგზავრა. კახა კაჭარავას გაწვრთნილი ფეხბურთელები 22 ივლისს, თბილისის დროით 17 საათზე მასპინძელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, 24 ივლისს კი, 15 საათზე ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ნაკრებს მინსკში შეუერთდება რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის რუსში მოთამაშე ლაშა ომანიძე, რომელსაც კაჭარავამ პირველად უხმო.

ჩვენი გუნდი ბელარუსში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: ალექსანდრე ადამია (თბილისის ოლიმპი), რომან ტაკიძე (ბათუმის დინამო)

მცველები: დაჩი ცნობილაძე (რუსთავის მეტალურგი), ლევან გეგეჭკორი (მარტვილის მერანი), ნიკა სანდოხაძე (თბილისის დინამო), ლაშა დვალი (თბილისის ოლიმპი), დავით მთივლიშვილი (თბილისის ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: ნიკა ახვლედიანი (ზუგდიდის ბაია), პაპუნა ფონიავა (მარტვილის მერანი), თეიმურაზ მარკოზაშვილი (ქუთაისის ტორპედო), ნიკა დიასამიძე (ბათუმის დინამო), გოგი გოგიჩაიშვილი (ხარაგაულის ჩხირიმელა), შალვა ექვთიმიშვილი (რუსთავის მეტალურგი), ავთო ენდელაძე (ზუგდიდის ბაია), გურამ სამუშია (ზესტაფონი)

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული (თბილისის საბურთალო), ნიკა კაჭარავა (თბილისის დინამო), გიორგი ფანცულაია (ქუთაისის ტორპედო)

კომენტარები