აშშ

აშშ-ში კინოთეატრში ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ქალაქ დენვერში, კინოთეატრში ცეცხლის გახსნის შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ბეტმენის თავგადასავლებზე გადაღებული ახალი ფილმის ,,შავი რაინდი: ლეგენების დაბადება’’ პრემიერაზე მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია იუწყება, რომ ინციდენტის შედეგად, დაშავებულია დაახლოებით 50 ადამიანი.

თვითმხილველების ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც აირწინაღი ეკეთა, კინოთეატრში ცეცხლი შუაღამის სეანსზე გახსნა.

BBC-ს ინფორმაციით, პოლიციამ ეჭვმიტანილი ერთ-ერთ ავტოსადგომზე დააკავა. დაკავებულს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

დაკავებულმა პოლიციას განუცხადა, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებებს საკუთარ სახლში ინახავდა. მისი საცხოვრებელი სახლი ამ დროისათვის ევაკუირებულია. 

 

კომენტარები