ჯონ ბასი

ჯონ ბასი: მე მიყვარს საქართველო

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც იწყებს ქართული სიტყვებით: მე მიყვარს საქართველო.

,,ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ლამაზი, მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. ვინმე იფიქრებს, რომ აქ ძალიან ბევრი პოლიტიკაა ერთ სულ მოსახლეზე. მე ვიტყოდი, რომ ეს აჩვენებს, როგორ ღრმად განიცდიან ქართველები თავიანთ მომავალს. მე და ჰოლი ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვემშვიდობებით, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმოვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას და შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს." - წერს ჯონ ბასი. 

ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ს ელჩი 2009-2012 წლებში იყო. მას ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვლის. 

კომენტარები