ტრანსპორტი

გამორთული კონდინციონერების გამო მიკროავტობუსების მძღოლებს სანქცია დაეკისრათ

სამარშუტო ტაქსების მძღოლები, რომელთაც კონდინცირების სისტემა გამორთული ჰქონდათ, ათი დღის განმავლობაში აღარ იმუშავებენ. აღნიშნული სანქცია მძღოლებს სპეციალური მონიტორინგის ჩატარების შემდეგ, კომპანია თბილისის მიკროავტობუსმა დააკისრა.

,,თბილისის მიკროავტობუსი 1 ივლისიდან, მგზავრთა კომფორტულად გადაადგილების მიზნით, აქტიურად ახორციელებს სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემის გამართულ მუშაობაზე მონიტორინგს. ყოველდღიურად მოწმდება ქალაქში არსებული თითოეული სამარშრუტო ტაქსი. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები, კომპანიის გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად არ რთავენ კონდიცირების სისტემას, რაც მგზავრების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.’’-ნათქვამია თბილისის მიკროავტობუსის განცხადებაში.

ყველა ის მძღოლი, რომელიც არღვევდა კომპანიის მოთხოვნას, 10 დღის განმავლობაში ყვითელ მიკროავტობუსზე აღარ იმუშავებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში მსგავსი სახის დარღვევები კვლავ განხორციელდება, კომპანიის მიერ სხვა სახის სანქციები, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტაც განხორციელდება.  

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელმა, დღეს პირადად გააცნო მძღოლებს.

კომენტარები