საქართველო-აშშ

თბილისს ევროპაში აშშ-ს არმიის მეთაური ეწვევა

დღეს თბილისს ევროპაში აშშ-ს არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

მარკ ჰერტლინგი საქართველოში ხელისუფლებისა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდება. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნის საკითხები.

ევროპაში აშშ-ს არმიის მეთაური საქართველოს 2011 წლის ივლისშიც სტურობდა.

მარკ ჰერტლინგი პასუხისმგებელია ამერიკული ჯარების კოორდინაციაზე 51 ქვეყანაში. 

კომენტარები